ჩვენ შესახებ
წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ 2016 წელს გაიხსნა.
მაღაზიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ლიტერატურა: თანამედროვე ქართული მწერლობა, თარგმნილი პროზა და პოეზია, სამეცნიერო აკადემიური გამოცემები თუ საბავშვო ლიტერატურა.
გარდა წიგნებისა ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ სტარტაპერი კომპანიის „ჯეოპოსტერის“ ქართულ თემატიკაზე შექმნილი პოსტერები, ღია ბარათები, მაგნიტები და სხვა სუვენირები.
მაღაზია მუდმივად ვითარდება და ვცდილობთ მკითხველს სხვადასხვა სიახლე შევთავაზოთ.
„შაქრო ბაბუას“ სივრცეში გახსნის დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება, ახალი წიგნის წარდგენა და საჯარო ლექცია გაიმართა. ასევე, სივრცეს ვუთმობთ და მხარს ვუჭერთ დებიუტანტ მწერლებსა და პოეტებს, შეხვდნენ მკითხველებს და წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება.
ჩვენი მისია
ვიყოთ უმაღლესი ხარისხის კომუნიკატორი მკითხველსა და ლიტერატურას შორის
ჩვენი ხედვა
ჩვენი საქმიანობა ემყარება წიგნის სიყვარულს და ჩვენი მკითხვლებისათვის ჩვენი დამოკიდებულების მიწოდებას სხვადასხვა ფორმით.
მნიშვნელოვანია წიგნის შეძენა იყოს კომფორტული პროცესი, მომსახურეობა სასიამოვნო, სწრაფი და ორიენტირებული ჩვენსა და მკითხველებს შორის ერთგულებასა და ნდობაზე.